29 მაისი, 2018

თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში 4-8 ივნისს უფასო კონსულაციები გაიმართება

4-8 ივნისს ივ.ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოზრდილებისთვის და 18 წლამდე მოზარდებისთვის სხვადასხვა სამედიცინო სერვისის ექიმები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.

აქციის ფარგლებში მოზარდილები სრულიად უფასოდ მიიღებენ: მეან-გინეკოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ნეფროლოგის, ალერგოლოგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ზოგადი ქირურგის, ანგიოქირურგის, ნეიროქირურგის, უროლოგის,  ყბა-სახის ქირურგის, ფსიქიატრის, კარდიოქირურგის, პულმონოლოგის, მამოლოგის, ენდოკრინოლოგის და ოტოლარინგოლოგის კონსულტაციებს.

4 - დან 8 ივნისის 18 წლამდე მოზარდებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ:

ნეონტოლოგები, პედიატრები, ქირურგები, ნევროლოგები, ნეიროქირურგები, ორთოპედ-ტრავმატოლოგები, ალერგოლოგი, ყბა-სახის ქირურგები, ნეფროლოგი, ოტოლარინგოლოგი.

მათ ვისაც ჩაუტარდებათ უფასო სამედიცინო კონსულტაციები, საშუალება ექნებათ ექიმის მიერ საჭიროების შემთხვევაში დანიშნული ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები (მათ შორის: კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ექოსკოპიური კვლევები, რენტგენი, გულის და სისხლძარღვების ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია) და სხვ.) 40%-იანი ფასდაკლებით ჩაიტარონ.

უფასო კონსულტაციები 4 ივნისს, 10 საათზე თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ქინძმარაულის ქ. #1 -ში (შესახვევი 1) დაიწყება. პაციენტების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 2 55 05 05

 

აქცია ვრცელდება შემდეგ სამედიცინო სერვისებზე:

მოზრდილებს:

  • მეანობა, გინეკოლოგია                                                                                                   .
  • ნევროლოგია
  • კარდიოლოგია
  • ნეფროლოგია
  • ალერგოლოგია
  • ორთოპედ-ტრავმატოლოგია
  • ზოგადი ქირურგია
  • ანგიოქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • უროლოგია
  • ყბა-სახის ქირურია
  • ფსიქიატრია
  • კარდიოქირურგია
  • პულმონოლოგია
  • მამოლოგია
  • ენდოკრინოლოგია
  • ოტოლარინგოლოგია
  • ოჯახის ექიმი

18 წლამდე ასაკის ბავშვებს:

  • ნეონატოლოგია
  • პედიატრია
  • ქირურგია
  • ნევროლოგია
  • ნეიროქირურგია
  • ორთოპედ-ტრავმატოლოგია
  • ალერგოლოგია
  • ყბა-სახის ქირურგია
  • ნეფროლოგია
  • ოტოლარინგოლოგია

 

ასევე ლაბორატორიულ  და ინსტრუმენტულ კვლევებზე იმოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება.

ლაბორატორია:

  • კლინიკური (სისხლი, შარდი, განავალი)
  • ბიოქიმიური
  • იმუნოფერმენტული

ენდოსკოპიური კვლევები:

  • ეზოგასტრიფიბროსკოპია
  • კოლონოსკოპია
  • ბრონქოსკოპია
  • კოლპოსკოპია
  • ცისტოსკოპია

რადიოლოგია:

  • ექოსკოპია
  • კარდიოექოსკოპია
  • სახსრების ექოსკოპია
  • სისხლძარრვების ექოსკოპია
  • ნეიროსონოსკოპია
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ელექტრომაგნიტური რეზონანსი

კარდიოლოგიური კვლევები:

  • ელექტკარდიოგრაფია
  • დატვირთვის ტესტი (ტრედმილი)
  • კორონაროგრაფია
  • გულის და სისხლძარღვების ანგიოგრაფია (კორონოგრაფია)

ნევროლოგიური კვლევები

  • ელექტროენცეფალოგრაფია
  • მიოგრაფია
  • ანგიოგრაფია

 

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა