08 მაისი, 2018

საქართველოში ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციისა (GIMPHA) და ევექსის რიგით მეხუთე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართება

19 მაისს თბილისში რიგით მეხუთე საერთაშირისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდება, რომელსაც „სამედიცინო კორპორაცია ევექსი" და ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია გამართავენ. კონფერენცია მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევებს, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებას და ინოვაციების გაცნობას ითვალისწინებს. კონფერენციას დაესწრებიან გერმანიის, აშშ-ს, დანიის, ნიდერლანდების სამეფოს, უკრაინის და საფრანგეთის უცხოელი ექიმები.

2 დღიანი კონფერენცია თემატური სესიებით იქნება დაყოფილი, სადაც დელეგატები ევროპის და ამერიკის წამყვანი კლინიკებიდან ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გინეკოლოგიური ონკოლოგია, თავის და კისრის ონკოლოგია, ნეიროვასკულარული დაავადებები, ინფექციური დაავადებები, ტრავმატოლოგია-ორთოპედია და სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობა. ასევე, სესიის მეორე დღეს ერთ-ერთი სესია დაეთმობა რეზიდენტურას, სადაც განხილული იქნება არსებული პერსპექტივები და შესაძლებლობები სამედიცინო კარიერაში.

სპეციალურად კონფერენციისთვის საქართველოში ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების ჯგუფიც ჩამოვა, რომლებიც კოლეგებს საკუთარ კლინიკურ და სამეცნიერო გამოცდილებას გაუზიარებენ.

საერთაშორისო სემინარი საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) გაერთიანებული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით მიმდინარეობს, ერთ-ერთი მათგანი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი პათოლოგ-ანატომი ალექსი ბაიდოშვილია, რომელიც უკვე მეხუთე წელია ხელმძღვანელობს აღნიშნულ სემინარს.

დასწრების მსურველმა ექიმებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ GIMPHA-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://gimpha.org/en/

მიმაგრებული დოკუმენტები

პროგრამა.pdf

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა