24 აგვისტო, 2017

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი საქართველოში ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500,000 ლარს გამოყოფს

დღეს მთელი ქვეყანა შეძრულია იმ სტიქიით, რაც საქართველოს ტყის მასივებში ხდება.  ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ მეხანძრეებისა და მაშველების გმირულ შემართებასა  და თავდაუზოგავ ბრძოლას სტიქიასთან. 

ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად მოხდება ეკოლოგიური ზიანის აღდგენა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიები: „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“,   ფარმაცევტული კომპანიები „ჯპს“, „ფარმადეპო“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ საქართველოში ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500,000 ლარს გამოყოფს.

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა