25 ნოემბერი, 2016

"სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" ზუგდიდში ახალი ამბულატორიული ცენტრი გახსნა

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აგრძელებს ამბულატორიული ქსელის გაფართოებას და ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში გახსნა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება კოსტავას ქ. #1-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. ახალგახსნილი ამბულატორიული ცენტრი ასევე ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში.  სამედიცინო დაწესებულებაში დამონტაჟებულია რიგის მართვის სისტემა, რომლის დახმარებით პაციენტები დროის დანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურების მიღებას, მათ შორის ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციას.

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა