05 სექტემბერი, 2018

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა სტუდენტური პროგრამა დაიწყო

2018 წლის სექტემბრიდან სამედიცინო კორპორაცია ევექსმა სტუდენტური პროგრამა დაიწყო, რომელიც გულისხმობს:

  • სტუდენტების საყოველთაო დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას
  • სტუდენტებზე მორგებულ პროცესებს და თანამედროვე მიდგომებს
  • ევექსის სტიპენდიის პროგრამას
  • სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვას
  • ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას
  • უნივერსიტეტის სტუდენტური აქტივობების მხარდაჭერას

პროექტი სამედიცინო კორპორაცია ევექსის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და მასში დარეგისტრირება ყველა სტუდენტს უფასოდ შეუძლია.

პროგრამაში ჩართულ უნივერსიტეტებთან შეთანხმებით მოხდება სტუდენტების შერჩევა, რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში ყოველ თვე ევექსისგან მიიღებენ 100 ლარს სტიპენდიის სახით.

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა სტუდენტი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში დარეგისტრირდეს ევექსის თბილისის ნებისმიერ პოლიკლინიკაში.

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ უნივერსიტეტებში შექმნილ ევექსის სარეგისტრაციო ცენტრებში ან ევექსის თბილისის პოლიკლინიკებში შემდეგ მისამართებზე:

  • საბურთალო - ვაჟა-ფშაველას გამზ. 40
  • საბურთალო - თავხელიძის ქ. 1
  • ვარკეთილი - ჯავახეთის ქ. 30
  • ისანი - ქეთევან წამებულის გამზ. 69
  • მთაწმინდა - ვ. ვეკუას ქ. 3
  • დიდუბე - აკ. წერეთლის გამზ. 141ა
  • დიდი დიღომი - ი. პეტრიწის ქ.16
  • გლდანი- გლდანი, I მ/რ

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა