19 თებერვალი, 2018

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ საქართველოს სოლიდარობის ფონდთან მემორანდუმი განაახლა

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ სოლიდარობის ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაახლა. ახალი მემორანდუმის ფარგლებში, ფონდის ბენეფიციარებისთვის დაფინანსებული კვლევების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს 100-მდე მაღალტექნოლოგიურ კვლევას უფასოდ ჩაუტარებს.

მემორანდუმს ხელი, საქართველოს სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელმა ია მაქაცარიამ და „სამედიცინო კორპოირაცია ევექსის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ მოაწერეს.

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა