26 დეკემბერი, 2016

სამედიცინო კორპორაცია ევექსის ამბულატორიული ცენტრები საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

საყოველათაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს დღეიდან საშუალება აქვთ სამედიცინო კორპორაცია ევექსის ოთხ ამბულატორიულ ცენტრში სამედიცინო მომსახურება უფასოდ ან თანაგადახდით მიიღონ.

ევექსის ამბულატორიულ ცენტრებში დარეგისტრირებულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ  სრული სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში მიიღონ. თანამედროვე ინფრასტუქტურითა და უახლესი თაობის აპარატურით აღჭურვილ ამბულატორიულ ცენტრში შესაძლებელია ზუსტი დიაგნოსტირებისა და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრის ჩატარება.

პროგრამის ფარგლებში დარეგისტრირება შესაძლებელია ევექსის შემდეგ ამბულატორიულ ცენტრებში: 

  • საბურთალოს ამბულატორიული ცენტრი, ვაჟა-ფშაველას გამზ.#40
  • ისნის ამბულატორიული ცენტრი, ქეთევან წამებულის #69
  • გლდანის ამბულატორიული ცენტრი, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ
  • ვარკეთილის ამბულატორიული ცენტრი, ჯავახეთის ქ. 30

 19 დეკემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ევექსის ამბულატორიებში დარეგისტრირებისას ბენეფიციარები მიიღებენ ჯიპისის 10 ლარიან ვაუჩერს. ვაუჩერის განაღდება და სასურველი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჯიპისის ნებისმიერ აფთიაქში 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით.

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა