10 ოქტომბერი, 2018

რეგიონულ ჰოსპიტალში გერმანიიდან მოწვეული პროფესორი ზაზა ქაცარავა ნევროლოგიურ კონსულტაციებს გამართავს

16 ოქტომბერს რეგიონულ ჰოსპიტალში გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგი, ევროპის თავის ტკივილის ასოციაციის პრეზიდენტი, გერმანიის ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი და ქალაქ უნას ევანგელური საავადმყოფოს ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ქაცარავა თავის ტკივილის მქონე პაციენტებისთვის კონსულტაციებს ჩაატარებს.

რეგიონულ ჰოსპიტალში პროფესორი ზაზა ქაცარავა ნევროლოგების გუნდთან ერთად კონსულტაციებს 50 % -იანი ფასდაკლებით გამართავს. პაციენტებს, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში დაენიშნებათ დამატებითი გამოკვლევები, იმოქმედებს ფასდაკლება, კერძოდ:

  • თავის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია  -  410 ლარის ნაცვლად 277,50 ლარად
  • 50% - იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ კვლევებზე:

სისხლის საერთო ანალიზი - 22 ლარის ნაცვლად 11 ლარად

C რეაქტიული ცილის განსაზღვრა - 19 ლარის ნაცვლად 9, 50 ლარად

ერითროციტების დალექვის სიჩქარე -  12 ლარის ნაცვლად 6 ლარად

აქციის ფარგლებში პაციენტებს მედიკამენტებზე 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები გადაეცემათ.

კონსულტაციების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა:  2 55 05 05

მის: თბილისი, ქავთარაძის ქ. N23

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა