20 დეკემბერი, 2016

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 40 წლისაა

16 დეკემბერს სასტუმრო  „BILTMORE TBILISI“-ში  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს 40 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საიუბილეო ღონისძიების აღსანიშნავად მოეწყო  ფოტო ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იყო კლინიკის ყველა თაობის   ექიმებისა და პირველი პაციენტების ფოტოები,  გაიმართა  საიუბლეო წიგნის პრეზენტაცია,  ასევე ნაჩვენები იყო  დოკუმენტური ფილმი ექიმ მურმან იაშვილისა და  საქართველოში პირველი მრავალპროფილიანი ბავშვთა  საავადმყოფოს დაარსების  შესახებ.  ღონისძიებაზე იაშვილის საავადმყოფოს მომქმედი ექიმებმა  დამსწრე საზოგადოებას დღევანდელი კლინიკურ შესაძლებლობებო გააცნეს .

შეგახსენებთ, რომ საქართველოში  მრავალპროფილური  ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო დიღომში 1976 წელს გაიხსნა და დღემდე 3 მილიონამდე   პატარა პაციენტისთვია აქვს გაწეული სამედიცინო  მომსახურეობა.

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა