21 მაისი, 2018

მეხუთე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია(GIMPHA) საქართველოში

19 მაისს თბილისში რიგით მეხუთე საერთაშირისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციამ და „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" გამართეს. კონფერენცია მსოფლიოს უახლეს სამედიცინო მიღწევებს, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებას და ინოვაციების გაცნობას ითვალისწინებდა. კონფერენციას დაესწრნენ გერმანიის, აშშ-ს, დანიის, ნიდერლანდების სამეფოს, უკრაინის და საფრანგეთის უცხოელი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები.

2 დღიანი კონფერენცია თემატური სესიებით იყო დაყოფილი, სადაც დელეგატები ევროპის და ამერიკის წამყვანი კლინიკებიდან საუბრობდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გინეკოლოგიური ონკოლოგია, თავის და კისრის ონკოლოგია, ნეიროვასკულარული დაავადებები, ინფექციური დაავადებები, ტრავმატოლოგია-ორთოპედია და სარძევე ჯირკვლის ონკოლოგია. ასევე, სესიის მეორე დღეს ერთ-ერთი სესია დაეთმო სამედიცინოს სტუდენტებს და რეზიდენტებს, სადაც განხილული იყო არსებული პერსპექტივები და შესაძლებლობები სამედიცინო კარიერაში.

სპეციალურად კონფერენციისთვის საქართველოში ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების ჯგუფიც ჩამოვიდა, რომლებმაც კოლეგებს საკუთარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილება გაუზიარეს.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) გაერთიანებული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით მიმდინარეობს, ერთ-ერთი მათგანი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი პათოლოგ-ანატომი ალექსი ბაიდოშვილია, რომელიც უკვე მეხუთე წელია ხელმძღვანელობს აღნიშნულ კონფერენციას.

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა