30 ნოემბერი, 2017

მეიოს კლინიკის წარმომადგენლების მორიგი ვიზიტი საქართველოში

სამედიცინო კორპორაცია ევექსის ეგიდით საქართველოს მსოფლიოში ერთ–ერთი ლიდერი ამერიკული კლინიკის – „მეიოს კლინიკის“ ტრენერები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა კოლეგებმა  დიაგნოსტიკურ ცენტრში და მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში  ლექციები ჩაატარეს თემებზე:

  • პალიატიური პაციენტების მართვის და მოვლის პრინციპების დანერგვა ქსელის მასშტაბით
  • ახალშობილთა იზოლაციისა და ჰოსპიტალიზაციის ასპექტები
  • ლარინგიალური მილების გამოყენება ახალშობილებში.
  • ტელენეონატოლოგია;
  • შოკის მართვის სისტემის დანერგვა;
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემის შეფასების თანამედროვე კურსის დანერგვა ბავშვთა ასაკში

ტრენინგებს ქსელის ნეონატოლოგები, გადაუდებელი მედიცინის (ER) ექიმები, რეაბილიტოლოგები, ბავშვთა რეანიმატოლოგები და ანესთეზიოლოგები დაესწრნენ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კოლეგების მიერ დაიგეგმა მათ მიერ უკვე დანერგილი კრიტიკული მედიცინის (FCCS) და პედიატრიული კრიტიკული მედიცინის ფუნდამენტურ საფუძვლების (PFCCS) განახლება.

მეიოს კლინიკა  საქართვალოსთან 2012  წლიდან თანამშრომლობს და ჯანდაცვის განვითარების მიზნით,  სხვადასხვა დარგის ექიმებს პერიოდულად ამზადებს. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს  36 გადამზადებული ტრენერი ყავს,  რომლებსაც  მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლიათ კურსის ჩატარება და საერთაშორისო სერტიფიკატების გაცემა.

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა