30 ოქტომბერი, 2017

კლინიკა კარაპს მედლაინის ეგიდით თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა

26,27 და 28 ოქტომბერს, ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში რიგით მე-2-ე საერთაშორისო აკრედიტირებული კონფერენცია გაიმართა, რომელიც უშვილობის მკურნალობას და თანამედროვე რეპროდუქტოლოგიაში ქირურგიის  როლს  დაეთმო.

3 დღიანი კონფერენცია  კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ეგიდით ჩატარდა და მასში ქართველ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგებთან ერთად მონაწილეობა ისრაელის, იტალიის, თურქეთის, ყაზახეთის, რუსეთის და ეგვიპტის წამყვანმა ექიმმა გინეკოლოგებმა და რეპროდუქტოლოგებმა   მიიღებს.

კონფერენციის მსვლელობის დროს მოწვეულმა ქირურგებმა და ადგილობრივმა ექიმებმა  თანამედროვე რეპროდუქტოლოგიურ მიღწევებზე ისაუბრეს.

კონფერენცია აკრედიტირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მონაწილეებზე  30 კრედიტ ქულა გაიცა.

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა