08 აგვისტო, 2018

განახლებული ნეირომეცნიერების დეპარტამენტი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტი  ერთადერთია ქვეყანაში, სადაც ყველა ნევროლოგიური და ნეირო-ქირურგიული პათოლოგიის მქონე პაციენტის სრული გამოკვლევის და სრულყოფილი მართვის საშუალებას სთავაზობს.

განახლებული ნეირომეცნიერების დეპარტამენტი  28 საწოლზეა გაშლილი.  პაციენტებს 12 ექიმი, 2 რეზიდენტი, 9 მედდა, 4 მედდის თანაშემწე და 7 სანიტარი მოემსახურება.

დეპარტამენტი აღჭურვილია სრულყოფილი ელექტროფიზიოლოგიური, ელექტროენცეფალოგრაფიული, ელექტრომიოგრაფიული აპარატურით.

ნეირომეცნიერების დეპარტამენტს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა ტატიშვილი ხელმძღვანელობს, ნეიროქირურგიის მიმართულებას - ვლადიმერ წიქარიშვილი, ნეიროქირურგიის მიმართულების განვითარებას კონსულტაციას გაუწევს და მკურნალობის პროცესში პირადად ჩაერთვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ნეიროქირურგი ასლან გერმანიშვილი.

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა