30 ნოემბერი, 2016

განახლებული ინფრასტრუქტურა და გაძლიერებული სამედიცინო სერვისები სამცხე ჯავახეთში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ სამცხის რეგიონში ახალი რეფერალური ჰოსპიტლები გახსნა. ახალციხის და ასპინძის მოსახლეობას დღეიდან საშუალება ექნება რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს ყველა სახის სამედიცინო დახმარება.

სამედიცინო ცენტრები მომხმარებელს ახალი ინფრასტრუქტურით, განახლებული სამედიცინო ინვენტარითა და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებით მოემსახურება.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი, რეგიონის ყველაზე დიდი მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრია და მოსახლეობას, როგორც თერაპიულ, ისე ქირურგიულ, პედიატრიულ და გინეკოლოგიურ სერვისებს შესთავაზებს. ცენტრი 70 საწოლზეა გათვლილი, სადაც ყოველწლიურად სამედიცინო მომსახურებას 38 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.

სამცხე ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კორპორაციამ რეგიონში არსებული მცირე ზომის კლინიკების რეაბილიტაციაც დაასრულა. განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი აპინძის (5 საწოლფონდი) სამედიცინო ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას ყველა სახის ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად, სტაციონალური სერვისის  მაღალ სპექტრს მიაწვდის.  

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა