05 ნოემბერი, 2018

ევროპიდან მოწვეული ონკოლოგი და ონკოჰემატოლოგი ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში კონსულტაციებს გამართავს

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მოწვევით 6-დან 9 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ჩამოდის დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე, რომელიც გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებულ ონკო-ჰემატოლოგ აიდა გოზალოვასთან ერთად ონკოლოგიური პაციენტებისთვის კონსულტაციებს გამართავს.

კონსულტაციები სოლიდური სიმსივნეების და ასევე ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის თბილისში, ქუთაისში და ბათუმში გაიმართება.

  • 6 ნოემბერი - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი მის: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125
  • 7 ნოემბერი - ონკოლოგიის ცენტრი მის: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85
  • 8-9 ნოემბერი - რეგიონული ჰოსპიტალი მის: თბილისი, ქავთარაძის ქ.23

კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა : 2 55 05 05

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა