05 ივლისი, 2018

ევექსის პოლიკლინიკების ქსელი პაციენტებს კარდიოლოგიურ პაკეტს 56 ლარად სთავაზობს

5 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში არსებული პოლიკლინიკები პაციენტებს გულის სრულ გამოკვლევას 56 ლარად სთავაზობს.

აქციის ფარგლებში პაციენტებს 167 ლარის ნაცვლად 56 ლარად შეეძლებათ ჩაიტარონ: კარდიოლოგის კონსულტაცია, ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში,  გულის ულტრასონოგრაფია,  გულის ელექტროკარდიოგრაფია.

პაციენტს აქციით სარგებლობა კარდიოლოგიური პაკეტის შეძენიდან 1 თვის განმავლობაში შეუძლია. პაკეტში შემავალი მომსახურებების მიღება შესაძლებელია ერთჯერადად.

კარდიოლოგიური პაკეტით სარგებლობა შესაძლებელია ევექსის შემდეგ პოლიკლინიკებში:

  • საბურთალოს პოლიკლინიკა - ვაჟა-ფშაველას გამზ. 40
  • დიდუბის პოლიკლინიკა - აკაკი წერეთლის გამზირი 141ა
  • ვარკეთილის პოლიკლინიკა -  ჯავახეთის ქ. 30
  • გლდანის პოლიკლინიკა - გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ
  • ისნის პოლიკლინიკა - ქეთევან წამებულის 69
  • მთაწმინდის პოლიკლინიკა - ვეკუას ქ. 3
  • დიდი დიღმის პოლიკლინიკა - პეტრიწის 16
  • მარნეულის პოლიკლინიკა - მარნეული, შ.რუსთაველის ქ. #53
  • ბათუმის პოლიკლინიკა - ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის #20
  • ზუგდიდის პოლიკლინიკა - მ.კოსტავას 1

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა