30 ივლისი, 2018

ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამა ფუნქციონირებს, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს  დაავადების ადრეული გამოვლენა, მკურნალობაში დროულად ჩართვა და პაციენტთა სწორი მართვა.

პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი სერვისები სრულიად უფასოა და ფინანსდება სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ მიერ. 

პროგრამით ფინანსდება ეპილეფსიის დიაგნოსტიკა, რაც ხორციელდება ეროვნული გაიდლაინების/პროტოკოლების შესაბამისად:

  • გულყრის/გულყრების ფენომენოლოგიის შეფასება
  • გულყრის/გულყრების კლასიფიცირება
  • ეპილეფსიური სინდრომის კლასიფიცირება
  • სავარაუდო ეტიოლოგიის განსაზღვრა

თავის მხრივ, დიაგნოსტიკის პროცესი მოიცავს: პირველად სკრინინგს  ნევროლოგის კონსულტაციას; მეორად ეპილეფტოლოგიურ სკრინინგს- ნევროლოგის შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში; ელექტროენცეფალოგრაფიული /ეეგ/ კვლევას და შეფასებას; ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებასა  და განვითარების შეფასებას; მულტიდისციპლინურ კონსილიუმსა და დასკვნით ეპილეფტოლოგიურ დაიგნოსტიკას:

აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე ერთხელაც კი არ უსარგებლიათ  აღნიშნული პროგრამით და აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • 0-წლიდან ზემოთ  საქართველოს მოქალაქე;
  • არსებობს პაციენტის/მეურვის/ოჯახის ექიმი/პედიატრის/სხვა ექიმის ეჭვი ეპილეფისიაზე, ან უკვე დიაგნოსტირებული შემთხვევაა.

უფასო პროგრამულ სერვისების მიღება ასევე შესაძლებელია სს სამედიცინო კორპორაცია ევექსის შემდეგ ჰოსპიტალებში:

  • რეგიონული ჰოსპიტალში (მის. ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქ.#23);
  • „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ - ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალში (მის.ქ.ქუთაისი, ოცხელის ქ. №2, ნაკვეთი №2);
  • დასავლეთ საქართველოს რეფერალურ ჰოსპიტალში (მის. ქ.ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა);
  • ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი (მის. თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევი, №1-ში (ნაკვეთი 05/059)

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა