08 მაისი, 2018

ბათუმში ევროპელი ონკოლოგები საკვერცხის სიმსივნის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე სემინარს გამართავენ

22 მაისს ბათუმში ნიდერლანდების სამეფოს წამყვანი ჰოსპიტლებიდან და ლაბორატორიიდან მოწვეული ექიმები ევექსის ქსელის ონკოლოგებთან ერთად სამუშაო შეხვედრას გამართავენ.

სემინარზე მოხსენებით გამოვლენ პათოლოგიის ლაბორატორიის პათოლოგ-ანატომები (LabPON), გრონინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ენსხედეს ჰოსპიტლის ონკოლოგ-გინეკოლოგები.

აღნიშნული სემინარის მიზანია გააუმჯობესოს კლინიკურად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება იმ პაციენტებთან, რომლებსაც შესაძლოა აღენიშნებოდეს საკვერცხის კიბო. წარმოდგენილი იქნება შემთხვევები ულტრაბგერითი კვლევის ყოველდღიური პრაქტიკიდან, განხილული იქნება სიმსივნის მარკერები, ქირურგია, სტადიის განსაზღვრა, ქიმიოთერაპია და უჯრედების შემცირება.

შეხვედრაზე ასევე, დიდი დრო დაეთმობა ქართველი ექიმების მიერ წარმოდგენილი რთული სამედიცინო შემთხვევების გაცნობას და უცხოელი კოლეგების ჩართულობით მათ განხილვას.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

პროგრამა.pdf

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა