"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ახალგაზრდა დამწყებ კადრებსა და გამოცდილ პროფესიონალებს სთავაზობს დასაქმების ფართო შესაძლებლობებს როგორც კლინიკური, ასევე ადმინისტრაციული მიმართულებით. კომპანიის ძლიერი და პროფესიონალი გუნდი, სამუშაო ატმოსფერო და კორპორატიული კულტურა მოგცემთ საშუალებას მიიღოთ საუკეთესო სამუშაო გამოცდილება და გაიღრმავოთ როგორც პროფესიული ცოდნა, ასევე სამუშაო უნარ–ჩვევები. კორპორაციის სტრატეგიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამეცნიერო, კვლევითი და სასწავლო პროექტების ინიცირებით, ტრენინგებისა და სემინარების განხორციელებით კორპორაცია მუდმივად ზრუნავს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა