სადაზღვევოკომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულის იდენტიფიცირება;
- სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა და პროგრამული ასახვა;
- დაზღვულის კლინიკაში გადამისამართება, ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა;
- კლინიკაში მყოფი დაზღვეულისთვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
- დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
- შემოსული ზარების გადამისამართება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან როგორც მედიცინის, ასევე სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);
- სასურველიამომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზეცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანი და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
- დეტალებისადმი ყურადღებიანი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:28დეკემბერი, 2018 წელი.
სადაზღვევო კომპანია “იმედი L” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
Apply