ვიზიტორებთან ურთიერთობის კოორდინატორი

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს ვიზიტორებთან ურთიერთობის კოორდინატორის  ვაკანსიას თბილისში

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6

რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (ლუბლიანას ქუჩა #2/6)

სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი დღის გრაფიკი 

ძირითადი მოვალეობები:

1)       სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტორების მოძრაობის კოორდინაცია დადგენილი სქემის შესაბამისად;

2)       პაციენტებისა და ვიზიტორებისთვის განკუთვნილი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა დადგენილი წესების და პროცედურების შესაბამისად;

3)       პაციენტის, სამედიცინო პერსონალსა და ვიზიტორებს შორის კომუნიკაციის მხარდაჭერა;

4)       ყოველდღიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისათვის მიწოდება;

5)       პაციენტებისა და ვიზიტორებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; მუდმივი ზრუნვა ინფორმაციის განახლებასა და სისწორეზე.

6)       პაციენტებისა და ვიზიტორების მომსახურების სივრცეებში კომფორტული და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე, მოწესრიგებულ ინტერიერზე ზრუნვა, და მათზე ყოველდღიური მონიტორინგის განხორციელება;

7)       მომსახურების სივრცეებში სამეურნეო და ტექნიკური საკითხების მუდმივი მონიტორინგი და საჭირიებისას დროული რეაგირების უზრუნველყოფა;

8)       ერგონომიული გარემოს მონიტორინგის მიზნით „ჩექ-ლისთების“ შევსება (რეპორტის წარმოება) დადგენილი პერიოდულობით და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება.

9)       პაციენტებისა და ვიზიტორებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება, კომპანიაში მოქმედი სერვის სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით.

10)   უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება. 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-          აუცილებელია უმაღლესი განათლება;

-          სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

-          პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

-          პრიორიტეტულია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:


* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
* დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
* სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
* გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
* ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ივლისი, 2018 წ.  

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 
Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line