ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას უმცროსი იურისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა
- კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიული კონსულტაციის და განმარტების მიცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე
- ხელშეკრულებებზე მუშაობა, დოკუმენტაციის მომზადება, კორექტირება
- დამოუკიდებლად ან სხვა დეპარტამენტებთან ერთად წერილების, განცხადებების, ბრძანებების, მინდობილობების, რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადება
- საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურების და რეგულაციების დანერგვა და მათ შესრულებაზე კონტროლი
- საკანონმდებლო სიახლეების შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება
- იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
- სამედიცინო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება
- ადმინისტრაციული, სამოქალაქო და შრომითიკანონმდებლობის ცოდნა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
- ეფექტური კომუნიკაციისადა მოლაპარაკების წარმართვის უნარი
- სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 ივლისი, 2020
ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.