ტრენინგების კოორდინატორი

ევექსის კლინიკები  აცხადებს შერჩევას  ტრენინგების კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ა.ბელიაშვილის 142

სამუშო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ტრენინგების საჭიროების კვლევა/ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
  • ყოველწლიურად ტრენინგების კალენდრის შემუშავება და გეგმის შესაბამისად მათი ჩატარების უზრუნველყოფა
  • ქსელის მასშტაბით სავალდებულო ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება, განვითარება და ჩატარება
  • ტრენინგების ჩატარების კოორდინირება და ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობის  შეფასება/მონიტორინგი
  • როგორც გარე ისე შიდა რესურსით ჩატარებული ტრენინგის შეფასების უზრუნველყოფა, უკუკავშირის მიღება და საჭიროების შემთხვევაში ტრენინგში ცვლილებების შეტანა
  • ტრენინგების ლოჯისტიკა და საორგანიზაციო საკითხების მართვა
  • შიდა და გარე ტრენინგებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მართვა: დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ბუღალტრული დოკუმენტაცია, სატრენინგო დოკუმენტაცია, სარეგისტრაციო ფორმები და სხვა) მომზადება, სისრულის უზრუნველყოფა; ტრენინგებთან დაკავშირებული ხარჯების ფინანსურ დეპარტამენტში პროცედურის დაცვით გადაცემა, ჩარიცხვის მიზნით
  • ჩატარებული ტრენინგების და მონაწილეების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა ბაზაში, მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი
  • ტრენინგებზე გახარჯული თანხების აღრიცხვა და რეპორტინგი
  • წლიური ანგარიშის მომზადება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია განათლება სამედიცინო მიმართულებით
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება  ტრენინგების კოორდინირების მიმართულებით
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 თებერვალი, 2020          

 

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line