ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას სტაციონარული მომსახურების/სერვისის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელის მცირე კლინიკების მიერ უწყვეტი და ხელმისაწვდომი სტაციონარული სერვისების მიწოდების პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი
- არსებულისტაციონარული სერვისების განვითარებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსის იდენტიფიცირება
- ქვეყანაში და ქსელში არსებული დაავადებების კლინიკური მართვის გაიდლაინების და პროტოკოლების სამედიცინო პერსონალისთვის გაზიარება
- დაავადებებათა კლინიკური მართვის გაიდლაინების და პროტოკოლების დანერგვა
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის მონიტორინგის პროცესის ხელშეწყობა და საჭირეობის დროს მონაწილეობა
- სტაციონარული კლინიკური სერვისების სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების/გაცემის პროცესის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მონიტორინგი
- სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების, კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის ხელშეწყობა, საჭირო ტრენინგების მოძიება და დაგეგმვა შესაბამის სამსახურებთან ერთად
- კლინიკური ფარმაკოლოგიის მიმართულების განვითარება პოლიფარმაციის თავიდან აცილების მიზნით
- ნოზოკომიური ინფექციის კონტროლის და პრევენციის საკითხებზე პერსონალის სწავლების ხელშეწყობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატი(სასურველია გადაუდებელია მედიცინა, კრიტიკული მედიცინა)
- სასერტიფიკატო კურსი „ჯანდაცვის მენეჯმენტი და პოლიტიკა“
- სავალდებულოა სპეციალობის მიხედვით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ჯანდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- საოფიცე პროგრამების ცოდნა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 თებერვალი, 2021
ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.