სერვისის კონსულტანტი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს სერვისის კონსულტანტის  ვაკანსიას  თბილისში

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და

დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი დღის სამუშაო განაკვეთი

    ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტების დახვედრა, საჭიროების შემთხვევაში დანიშნულების ადგილამდე მიცილება;
  • პაციენტის ზოგადი დაკვალიანება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება (მაგ.: ექიმის სამუშაო დრო, კაბინეტების განლაგება, ვიზიტისათვის საჭირო პროცედურა, ჩაწერის წესი, და ა.შ)
  • პაციენტების ვიზიტის მიზნისა და კლინიკაში არსებული წესებისა და პროცედურების შესაბამისად გადამისამართება;
  • პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
  • მოსაცდელ დარბაზებში სისუფთავისა და წესრიგის მონიტორინგი. საჭირო მასალების მომარაგების უზრუნველყოფა ;
  • რიგში მყოფ პაციენტებზე ზრუნვა, ყურადღების მიქცევა;
  • მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • პრობლემური სიტუაციების მართვა (უკმაყოფილო პაციენტების მოსმენა, დამშვიდება და უმართვი, მოუგვარებელი სიტუაციის შემთხვევაში პაციენტის მომსახურების დარბაზიდან გაყვანა/მორიდება და უშუალო უფროსის ან კლინიკის მენეჯერის სწრაფი ინფორმირება);
  • უკმაყოფილო პაციენტებისათვის რეკლამაციების ფორმების შევსების უზრუნველყოფა, ფორმების უშუალო უფროსისათვის გადაცემა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა გამოკითხვაში მონაწილეობა;
  • სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება რეგისტრაციის უფროსის და/ან კლინიკის მენეჯერის დავალების   შესაბამისად.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

     პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის ანალიზის და  გადაცემის უნარი. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  30 ოქტომბერი, 2018 წელი

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line