მოგესალმებით,
ვაცხადებთ შიდა ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, პოლიკლინიკა ვერეში
ჩვენი კომპანია ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში და ჩვენთვის სტრატეგიაა, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ ჯგუფის ფარგლებში კარიერის შექმნის და განვითარების საშუალება.
შერჩევაში უპირატესობა კანდიდატებს შორის მიენიჭება ჩვენი ჯგუფის თანამშრომელს, რომელიც დააკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს.
პოზიციის დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
სამუშაო ლოკაცია: პოლიკლინიკა ვერე (ქიაჩელის 18)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (9:00–17:00) შაბათი (10:00–16:00)
განსაკუთრებული მინიშნება:კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა, რომ თანამშრომელს ჰქონდეს ნამუშევარი მინიმუმ 1 წელი ჩვენს კომპანიაში ერთსა და იმავე პოზიციაზე და სავალდებულოა, თანამშრომელმა შეავსოს დოკუმენტი - „ვაკანსიაზე თანამშრომლის განაცხადის ფორმა“ (იხ. თანდართული დოკუმენტი).
|
სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურების გაწევა;- საჭიროებისამებრ გამავალი ზარების განხორციელება;
- შემოსული და გასული ზარების პროგრამული აღრიცხვა;
- შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება რეგისტრატურისა და/ან ბილინგის მიმართულებით;
- პრიორიტეტულია სახელმწიფო პროგრამების ცოდნა;
- პრიორიტეტულია საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გამართული მეტყველება;
- კლიენტებსა და მომსახურებაზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა,გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და შიდა ვაკანსის ფორმა გადმოგზავნოთ მეილზე:kkhidesheli@evex.ge
რეზიუმეს გადმოგზავნის ბოლო ვადა 17 დეკემბერი;
გისურვებთ წარმატებებს !
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.