ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას საოპერაციო მხარდაჭერის სპეციალისტი პოზიციაზე თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ევექსის კლინიკებისთვის მომსახურების შესყიდვისთვის დოკუმენტაციის მომზადება და მომწოდებელთან შესაბამისი კომუნიკაცია (ხელშეკრულება, ზედნადები, ქვითარი, ფორმა 2 და ა.შ.)
- მომსახურების ანაზღაურების მიზნით ბუღალტერიისთვის დოკუმენტაციის და ყველა საჭირო ფაილის მიწოდება;
- ბიზნეს ბარათების ლიმიტის შესავსებად დოკუმენტაციის მომზადება და ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურისთვის მიწოდება
- ელ. ჯგუფზე (შემოსული მოთხოვნების მიხედვით To Do List ფაილის წარმოება/განახლება და უშუალო უფროსისთვის მიწოდება;
- ყოველდღიურად სამედიცინო ნარჩენების მართვის პორტალზე ევექსის კლინიკების მიერ ატვირთული მონაცემების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
- საწვავის შესყიდვასთან და ბარათების დამზადებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია მომწოდებელთან
- ყოველდღიურად TNT-ს საშუალებით ამანათების გაგზავნა,TNT-ს აპლიკაციაში გზავნილის რეგისტრაცია;
- რეპორტინგი შესრულებულ საქმიანობაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სასურველია გამოცდილება სამედიცინო სფეროში
- აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებული
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი, 2019
“ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.