სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი

 

ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას სამედიცინო შემთხვევების ოპერატორის  პოზიციაზე ზუგდიდში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზუგდიდის პოლიკლინიკა

სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

    ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტთა ისტორიის დამუშავება როგორც პროგრამულად, ასევე დოკუმენტობრივად;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მონაცემების შეყვანა და დამუშავება მოთხოვნისამებრ;
  • დაინტერესებული პირების დროულად და ამომწურავად ინფორმირება და მიმართულების მიცემა შესაბამის საკითხებზე;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე რეაგირება, გადამისამართება ადრესატებთან და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება მოთხოვნისამებრ;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

 

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  • პრიორიტეტულია განათლება ჯანდაცვის მართვის ან სამედიცინო მიმართულებით;
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ - საოფისე პოზიციაზე;
  • სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  12 დეკემბერი,  2019

 

ევექსი კლინიკები   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line