ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას სამედიცინო აპარატურის უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკებშიარსებული ყველა ტიპის სამედიცინო აპარატურის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა, მოქმედი პროცედურების და წესების გაცნობა სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით
- ქსელის მასშტაბით სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
- დანადგარების/ტექნიკური აღჭურვილობის მოძიება/შერჩევადა შესყიდვის მოთხოვნის მიწოდება შესყიდვის განყოფილებისთვის
- სამედიცინო აპარატურის მომწოდებელ/საგარანტიო მხარესთან პროფესიული კომუნიკაცია
- კლინიკებშისერვისის უწყვეტობის მიზნით აპარატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
- ახალი სამედიცინო აპარატების მიღება, დასაწყობება და აღწერა
- თბილისსა და რეგიონებში მონიტორინგი კვარტალში ერთხელ
- სამედიცინო პერსონალისთვის არსებული სამედიცინო აპარატურის სპეციფიკის, ინსტრუქციებისა და მოვლის წესების დეტალურად გაცნობა
- უშუალო ხელმძღვანელთან დროული ანგარიშგების წარმოება
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სავალდებულოა ბიო-სამედიცინო ინჟინერიის, ელექტრონიკის ან მომიჯნავე სპეციალობების განხრით
- სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 6 თვისა
- სავალდებულოა სამედიცინო ინჟინერიის საკითხების პროფესიულ დონეზე ცოდნა
- სავალდებულოა MS Office საოფისე პროგრამების მინიმუმ მომხმარებლის დონეზე ცოდნა
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ტექნიკურ დონეზე
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
- ეფექტური კომუნიკაციისადა მოლაპარაკების წარმართვის უნარი
- სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 აგვისტო, 2020
ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.