ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას საინფორმაციო დექსის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვეკუას ქ. 3
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულებაში, მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
- პაციენტის საავადმყოფო ფურცლის ადმინისტრირება: გახსნა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა, საჭიროების შემთხვევაში გაგრძელება, გაცემა, დახურვა, ჟურნალში მონაცემების ასახვა;
- საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის დამსაქმებელებთან კომუნიკაცია; პაციენტის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ადგილობრივი მმართველობითი ორგანოებისგან (მერია, გამგეობა, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური და სხვა) დაფინანსების მიღების მიზნით, პაციენტების ფორმა 100-ების ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვა;
- საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია, პაციენტის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების მოკვლევა, მოთხოვნის დაკორექტირება;
- პაციენტების დაფინანსების კოდის გააქტიურება;
- შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პორტალზე საჭირო ინფორმაციის ატვირთვა (პაციენტის მონაცემების, ექიმის მონაცემების, ფორმა 100-ის, დანიშნული წამლების);
- საჭიროების შემთხვევაში, შიდა პროგრამაში კალკულაციების გაკეთება;
- პაციენტების ფორმა 100-ების მონიტორინგი, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, ექიმებთან კომუნიკაცია;
- ფორმა 100-ების დამოწმება (საჭიროებიდან გამომდინარე, მენეჯერის ბეჭდითა და ფაქსიმილიით, ექიმის ცოცხალი ხელმოწერით) და პაციენტებისთვის მიწოდება;
- მოთხოვნის შესაბამისად, პაციენტებისთვის სხვადასხვა საკითხის შესახებ, ინფორმაციის მიწოდება;
- ქოლ-ცენტრის მიერ გადმომისამართებული პაციენტების საკითხების მართვა/მოკვლევა და პაციენტებთან კომუნიკაცია;
- პრეტენზიული პაციენტების შემთხვევების ეფექტიანი მართვა; საჭიროების შემთხვევაში, სერვის მენეჯერთან გადამისამართება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება; სასურველია სამედიცინო განათლება;
- სავალდებულოა იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 მაისი, 2023 წ.
ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.