“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის ვაკანსიას წყალტუბოში
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო
სამუშო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საავადმყოფოში კომპანიაში არსებული შინაგანაწესის, სხვადასხვა შიდა რეგულაციისა და პროცედურის დანერგვის უზრუნველყოფა და განხორციელების მონიტორინგი;
- სერვისის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
- საავადმყოფოს სამედიცინო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- საავადმყოფოს შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა;
- საავადმყოფოს პერსონალის მართვა;
- სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოების პროცესზე ზედამხედველობა;
- პაციენტების უსაფრთხოების და მომსახურების ხარისხის მართვა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სავალდებულოა სამედიცინო მიმართულებით;
- პრიორიტეტულია კლინიკაში ადმინისტრაციულ და/ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა;
- პრიორიტეტულია ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებში მუშაობის გამოცდილება;
- პრიორიტეტულია გუნდის მართვის გამოცდილება;
- სავალდებულოა სამედიცინო დოკუმენტბრუნვის წესების ცოდნა;
- სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გუნდის მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 ივლისი, 2018
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.