"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს პროგრამული პროდუქტების უფროსი ტრენერის ვაკანსიას თბილისში.
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6
რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
ძირითადი სამუშაო:
- პროდუქტ მენეჯერებისგან ახალი პროგრამული პროდუქტების ან არსებულ პროგრამულ პროდუქტებში შეტანილი ცვლილებების მიღება და დეტალურად გაცნობა;
- ტრენინგების სცენარებისა და სატრენინგო მასალების მომზადება;
- ტრენერებისათვის პროგრამული პროდუქტების სწავლება, მათი მომზადება ტრენინგის ჩატარების სცენარებში და სატრენინგო მასალების გადაცემა;
- ტრენერების პროფესიული განვითარება.
- პროგრამული პროდუქტების სწავლების (ტრენინგების ჩატარების) ან პროგრამული პროდუქტების დანერგვის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.
- ანაზღაურება - 1,700-2,100 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 სექტემბერი, 2018
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ
წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.