ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას პროცესების განვითარების კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 142
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი,5 სამუშაო დღე კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელის გამართული და უწყვეტი მუშაობის მიზნით არსებული პროცესების მუდმივი გადახედვა და ოპტიმიზაცია
- ნაკადებისა და არხების რაოდენობის მუდმივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება
- მომსახურების ხარისხის კონტროლი და ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო ინიციატივების ჩამოყალიბება
- ხარისხისა და ეფექტურობის მართვის პარამეტრების შექმნა და მუდმივი მონიტორინგი
- მომხმარებლების უკუკავშირის ანალიზი და მათი გამოცდილების გაუმჯობესებისათვის საჭირო ინიციატივების ჩამოყალიბება
- მომხმარებელზე მორგებული (User Friendly) პროცედურების და სახელმძღვანელოების შექმნა/განახლება
- შემუშავებული პროცედურების დანერგვა, მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა
- პოლიკლინიკის თანამშრომლების ტრენინგის უზრუნველყოფა პროცესებისა და ხარისხის მიმართულებით
- ქსელის დისციპლინური სტანდარტების შექმნა/შესრულების უზრუნველყობა/მონიტორინგი შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად
- ფილიალების გახსნის პროცესში მონაწილეობა
- შესასრულებელი სამუშაოს შინაარსიდან ან პროექტიდან გამომდინარე სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა
- სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვის უზრუნველყოფა
- შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში; უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება პროცესების მართვის / ბიზნეს პროცესების განვითარების მიმართულებით; სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში
- საოფისე პროგრამების განსაკუთრების MS Excel-ის ცოდნა, სასურველია Visio-ს ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი, 2020
ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.