ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას მთავარი მედდის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საექთნო საქმის ხარისხიანი მართვა;
- NCDC - სთან და სჯც - სთან , კანონმდებლობით დადგენილი სტატისტიკური და საანგარიშგებო ფორმების რეგულარული მიწოდება (ინფექციური დაავადებები, სეზონური გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსები).
- სამედიცინო სახარჯო მასალისა და მედიკამენტების მარაგისა და ვადების კონტროლი, ყოველკვირეულად მათი აღწერა, ჩამოწერა პროგრამულად;
- სამედიცინო დაწესებულებაში ჰიგიენის სტანდარტის უზრუნველყოფა
- სამედიცინო ნარჩენების მართვა (სახიფათო და არასახიფათო ტიპის ნარჩენები)
- სამედიცინო აპარატურის გამართული მუშაობის კონტროლი, დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება ოპერაციების მართვის დეპარტამენტთან (სამედიცინო აპარატურის ინჟინერთან)
- კლინიკისთვის საჭირო ჰიგიენური საშუალებების და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის რაოდენობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ სპეციალისტთან კომუნიკაცია და მომარაგების უზრუნველყოფა;
- ინფექციის კონტროლისა და პრევენციის პროცესის კოორდინირება;
- ექთნების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და სიზუსტის კონტროლი (ქსელში დანერგილი პროტოკოლების შესაბამისად);
- კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები)და პროტოკოლების შესრულება;
- უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა, პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სპეციალიზაცია ან/და უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სამუშაო გამოცდილება მედდის პოზიციაზე არანაკლებ 3 წელი;
- სასურველია სტაციონარში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მენეჯერული სამუშაო გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
სამუშაოს დაგეგმვა/ორგანიზების უნარი;
- პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 ოქტომბერი, 2022 წელი