მთავარი მედდა ყვარელში

ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას  მთავარი მედდის  პოზიციაზე ყვარელში.

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

       ძირითადი მოვალეობები:

  • ინფექციის კონტროლისა და პრევენციის პროცესის უზრუნველყოფა;
  • NCDC - სთან  და  სჯც - სთან ,  კანონმდებლობით  დადგენილი  სტატისტიკური და საანგარიშგებო ფორმების, სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების  აღრიცხვა;
  • კლინიკისთვის საჭირო სწრაფი/PCR ტესტების, ვაქცინების, მათ შორის ანტირაბიული ვაქცინის მარაგის განსაზღვრა და დროული მომარაგების უზრუნველყოფა ;
  • პირველადი ჯანდაცვის პროგრამების გამართვა და პროცესის სწორად მართვაზე  მეთვალყურეობა საექთნო კომპეტენციების ფარგლებში,  კოვიდ დიაგნოსტირება და სხვა
  • სხვადასხვა ელექტრონულ მოდულებში მუშაობა;
  • კლინიკაში დანერგილი სკრინინგული პროცესების მართვა, კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება( HCV HIV და ტუბერკულოზი და სხვა) ;
  • სამედიცინო სახარჯი მასალისა და მედიკამენტების მარაგისა და ვადების კონტროლი, ყოველკვირეულად მათი აღწერა, ჩამოწერა პროგრამულად; მომარაგების უზრუნველყოფა.
  • ყოველდღიური დალაგება, დასუფთავება, დეზინფექციის, ნარჩენების მართვის პროცესის აღრიცხვა/კონტროლი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დასუფთავების პროცესში გამოყენებული აპარატურის მოხმარებისა და უსაფრთხოების წესების  დაცვის უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • კლინიკის მიერშემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები)და პროტოკოლების შესრულება;
  • ახალი ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის მომზადება და პერსონალისათვის გაცნობა მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელისა და ქსელის მთავარი მედდის ვიზირების შემდეგ; მედდების უწყვეტი სამედიცინო განათლების გეგმის შედგენაში მონაწილეობა;
  • მორიგეობის გრაფიკის წარმოება. მომდევნო თვის მორიგეობის გრაფიკის დამტკიცება ყოველთვიურად ერთსა და იმავე დროს მიმდინარე თვის ბოლო რიცხვში;

         საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა, პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სპეციალიზაცია ან/და უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება მედდის პოზიციაზე არანაკლებ 3 წელი;
  • სასურველია მთავარი მედდის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

       იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  •  სამუშაოს დაგეგმვა/ორგანიზების უნარი;
  • პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი;
  • შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  20 ივნისი, 2023 წელი 

 

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line