მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სპეციალისტი

ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას  მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ვაჟა-ფშაველას 40

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე




ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური მონაცემების ანალიტიკა, რეპორტინგის საჭიროებების შესაბამისად;  
  • სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის მოთხოვნილი ერთჯერადი ანალიტიკური ანგარიშის მომზადება; 
  • SQL ბაზებში მუშაობა და Power BI-სთან დაინტეგრირების პროცსში მონაწილეობა; 
  • Power BI-ში ერთჯერადი და ავტომატურად განახლებადი რეპორტების შექმნა; 
  • შესაბამისი მონაცემთა ბაზებიდან ახალი ინფორმაციის ამოღება და გაანალიზება; 
  • შექმნილი ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების ანალიზი და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა; 
  • ახალი პროდუქტის/პროექტის/სერვისის ფინანსური ანალიზის ფარგლებში, სხვადასხვა დავალების შესრულება; 
  • კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების მონაცემების დამუშავებაში მონაწილეობა; 
  • ჩატარებული აქტივობების მუდმივი შეფასება, ანალიტიკის პროცესში პრობლემების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; 
  • სამედიცინო პერსონალის საბონუსე სქემების შექმნაში მონაწილეობის მიღება; 
  • სამედიცინო პერსონალის საბონუსე ფაილის მომზადება და კალკულაცია; 
  • ბიუჯეტირებაში, დანახარჯთა კონტროლსა და ფინანსურ განყოფილებაში მიმდინარე სხვა ნებისმიერი პროცესში ჩართულობა ავტომატიზაციის მიზნით; 
  • პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან. 




საკვალიფიკაციო
მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის, სტატისტიკისა ან ფინანსების მიმართულებით;
  • აუცილებელია ფინანსური ანალიტიკის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • ფინანსური აღრიცხვების პრინციპების ცოდნა;
  • SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Power BI-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

 


პიროვნული
კომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;           
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2023 წ.


ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line