მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სპეციალისტი

ევექსის კლინიკები“  აცხადებს შერჩევას მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი,  5 სამუშაო დღე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაცემების მოდელირება რეპორტინგის საჭიროების/მოთხოვნების შესაბამისად;
  • SQL ბაზებთან მუშაობა და Power BI-სთან დაინტეგრირება;
  • Power BI-ში ერთჯერადი და ავტომატურად განახლებადი რეპორტების შექმნა;
  • შექმნილი ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების ანალიზი და მენეჯმენტთან წარდგენა;
  • ახალი ინფორმაციის გარჩევა და წამოღება შესაბამისი მონაცემთა ბაზებიდან;
  • Power BI-ის ავტომატური რეპორტების განახლებების მონიტორინგი;
  • სერვისების მომგებიანობის ანალიზის ფორმირება;
  • ბიუჯეტირებაში, დანახარჯთა კონტროლსა და ფინანსურ განყოფილებაში მიმდინარე სხვა ნებისმიერი პროცესში ჩართულობა ავტომატიზაციის მიზნით.

 

 

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით (კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, სტატისტიკა, ფინანსები)
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის ცოდნა;
  • გამოცდილება ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • Power BI- ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირების უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  20 აპრილი, 2021 წ.

 

“ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line