“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს მომსახურების აუდიტის განყოფილების უფროსის ვაკანსიას თბილისში
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე;
დამატებით ინფორმაცია: პოზიცია გულისხმობს ქსელის მასშტაბით მივლინებებს
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელის მასშტაბით მომსახურების მიწოდების სრული პროცესის მონიტორინგი;
- კლინიკებში პერიოდული ვიზიტის განხორციელება მონიტორინგის მიზნით და არსებული სიტუაციის ანალიზი;
- პაციენტის რეგისტრაციის პროცესის და წარმოებული დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება დამტკიცებულ პროცედურებთან;
- პაციენტისა და ვიზიტორების მოძრაობისა და მომსახურების წერტილებში მომსახურების სწრაფი და შეუფერხებელი მიღების შესაძლებლობის მონიტორინგი და ანალიზი;
- მომსახურების პროცესის მონიტორინგი პროცესის დახვეწის და მუდმივი გაუმჯობესების მიზნით;
- მომსახურების პროცესში დანერგილი სტდანდარტებისა და პროცესების შესაბამისობის შემოწმება;
- მომსახურების სივრცეების ერგონომიული სამუშაო გარემოს მონიტორინგი და რეპორტინგი;
- მომსახურების პროცესში აუცილებელი პროცედურების/გაიდლაინების და სახელმძღვანელოების დროული მიწოდება/გაცნობის მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
- სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- უშუალო უფროსისა მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (პრიორიტეტად ჩაითვლება ჯანდაცვის სექტორში მუშაობის გამოცდილება);
- სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
- სასურველია ქსელურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი);
- სიტუაციაში მოქნილად მოქმედების უნარი;
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
- ინიციატიურობა;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- მიზანმიმართულობა;
- დამოუკიდებლად მოქმედების უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ივნისი, 2018
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.