„ევექსი კლინიკები“ აცხადებს შერჩევას მარაგების აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზუგდიდი
სამუშაო განრიგი: 4 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო მარაგების ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი;
- სამედიცინო მარაგების ინვენტარიზაცია, პროგრამული და ფიზიკური ნაშთების შესაბამისობაში მოყვანა;
- მარაგების ვადების აღრიცხვა და კონტროლი;
- მარაგების პერიოდული კონტროლი , პროგრამული და ფიზიკური ნაშთის დადარება;
- საჭიროების შემთხვევაში, ტრანზაქციების ანალიზი და პროგრამული კორექტირება ოქმის საფუძველზე;
- სამედიცინო მარაგების, უსასყიდლო მარაგების, სისხლის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეკვეთის მოცულობის განსაზღვრა, შეკვეთის ფორმირება და მოთხვონის დაფიქსირება;
- შეკვეთის მიღების ვადების კონტროლი და დაგვიანების შემთხვევაში, რეაგირება;
- სამედიცინო მარაგის ფიზიკური და პროგრამული (Exact) მიღება, მიღებული მოცულობის დათვლა, RS-თან და მოთხოვნილ მოცულობასთან დადარება;
- სამედიცინო მარაგების ინვენტარიზაცია, პროგრამული და ფიზიკური ნაშთების შესაბამისობაში მოყვანა;
- ამბულატორიის პოსტებზე სახარჯებისა და მედიკამენტების პროგრამული ჩამოწერა;
- უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Exel;
- სასურველია RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 7 აპრილი, 2023 წ.
“ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.