“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი ვაკანსიას თბილისში.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და
დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი მეგალაბი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკაში მოქმედი გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
- ზოგად–კლინიკური, ბიოქიმიური და კოაგულოლოგიური ლაბორატორიული კვლევების განხორციელება;
- ლაბორატორიული კვლევების შესაბამისად საანალიზო მასალის აღების, დამზადების და შენახვა–ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
- სავალდებულოა სერთიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში;
- პრიორიტეტულია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 სექტმებერი.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.