სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ცხადებს ლაბორატორიის მედდის / ლაბორანტის ვაკანსიას თბილისში
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი მეგალაბი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი (მცოცავი გრაფიკი)
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების ინფორმირება რეგისტრაციის პროცესში;
- კომპიუტერულ პროგრამაში პაციენტების მონაცემების შეყვანა;
- ფლებოტომია, ლაბორატორიული კვლევებისთვის საანალიზო მასალის აღება:
- ლაბორატორიული აპარატურის და მოწყობილობების მოვლა/ექსპლუატაცია;
- პაციენტებისთვის ანალიზის პასუხების მიცემა და საჭიროების შემთხვვევაში, ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა;
- დადგენილი შესრულების ინდიკატორის შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;
- კომპანიის შინაგანაწესის: კორპორაციული სახელმძღვანელოს, პოლიტიკების,გაიდლაინების, ინსტრუქციებისა თუ სხვა სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა მედდის დიპლომი, ლაბორნტის მოწმობა ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი
- პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 იანვარი, 2019
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.