კლინიკის მენეჯერი - ჩაქვი

ევექსი აცხადებს  შერჩევას კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე, ჩაქვში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჩაქვი, ევექსის კლინიკა

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში

  

ძირითადი მოვალეობები:

  • ამბულატორიული კლინიკის მართვა;
  • ამბულატორიული კლინიკის  შემოსავლების მოზიდვა და შენარჩუნება ბიუჯეტის შესაბამისად;
  • პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მართვა;
  • ამბულატორიული კლინიკის სერვისის გაუმჯობესება და სტანდარტის შენარჩუნება;
  • ამბულატორიული კლინიკის განვითარებაზე ზრუნვა, არსებული სერვისების გაუმჯობესება და ახალი პროექტების დანერგვა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის, ამბულატორიის შიდა და გარე ანგარიშგების და სხვა ფორმების წარმოების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
  • უშულო ხელმძღვანელის მიერ მითითებული ნებისმიერი მმართველობითი საქმიანობის დროული და ხარისხიანი წარმოება;


საკვალიფიკაციო 
მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება:  სამედიცინო ან ბიზნესის მართვის მიმართულებით (სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტში, ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სერვიფიკატის ან დიპლომის ფლობა);
  • აუცილებელია მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • სახელმწიფო, ლოკალური გაიდლაინების და პროტოკოლების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; (B2)
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით (MS Excel, Word, Power Point)

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • დაგეგმვა, ორგანიზება, დელეგირება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • თანამშრომელთა მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  30 სექტემბერი, 2023 წ.

 

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალის ტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.

 








Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line