ს.ს. „ევექსის კლინიკები“ აცხადებს შერჩევას ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში IT სერვისების ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა ფშაველას #40
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი 10:00 სთ - დან 19:00სთ - მდე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერების დისტანციური მხარდაჭერა.
- პროგრამებსა და ტექნიკასთან მუშაობის სატელეფონო კონსულტაცია.
- კომპიუტერული ხასიათის პრობლემების დიაგნოსტიკა - მოგვარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- სასურველია უმაღლესი განათლება IT მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება
- სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება IT მხარდაჭერის მიმართულებით და დისტანციური მხარდაჭერის მუშაობის გამოცდილებას.
კომპეტენცია და უნარები:
- პასუხისმგებლობა
- კომუნიკაბელურობა
- გადაწყვეტილების უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- ორგანიზებულობა, დისციპლინა
- დეტალებზე ფოკუსირება
- გუნდურად მუშობა
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 იანვარი, 2023 წელი
ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.