ინთერნალ ბრენდინგის სამსახურის უფროსი

ევექსის კლინიკები  აცხადებს  შერჩევას ინთერნალ ბრენდინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი,ა.ბელიაშვილის 142

სამუშაო გრაფიკი:  8 საათიანი,5 სამუშაო დღე კვირაში

 

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • ინტერნალ ბრენდინგის სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება და განხორციელება
  • ინტერნალ ბრენდინგის თანამშრომელბის მენეჯმენტი და კოორდინირება
  • ქსელისა და დეპარტამენტების მიხედვით შიდა პიარ/ივენთ მენეჯმენტის მხარდაჭერა
  • თანამშრომლებში ბრენდის ლოიალურობისა და გუნდურობის გაზრდა
  • სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა/ორგანიზება
  • ქსელთან მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლების განწყობის შესწავლა
  • კომპანიის ღირსშესანიშნავი აქტივობების/ წარმატებების და დღესასწაულების აღნიშვნა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინტერნალ პიარისა და ივენთ მენეჯმენტის მიმართულებით
  • აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა

 

იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • კომუნიკაბელური, კრეატიული, ორგანიზებული და დამოუკიდებელი
  • დედლაინება და შედეგზე ორიენტირებული

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 ოქტომბერი, 2020

 

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line