„ევექსის კლინიკები“ აცხადებს შერჩევას ინფრასტრუქტურული პროექტების სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას 40, სათავო ოფისი
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ფუნქცია-მოვალეობები:
- მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების სრული პროცესის მართვა;
- მცირე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
- მცირე მშენებლობის/სარემონტო სამუშაოების ჩატარების გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შედგენა;
- პროექტის რისკების იდენტიფიცირება და მათი პრევენცია;
- ხარჯთაღრიცხვისა და საჭირო რესურსების (ადამიანური, სამშენებლო მასალების, ხელსაწყოების, დანადგარები) განსაზღვრა;
- კონტრაქტორი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება და შესრულების მონიტორინგი;
- სამშენებლო/სარემონტო პროცესისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ან/და შესაბამისი სამსახურებიდან ნებართვების მოპოვება;
- სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ხარისხის კონტროლი, საპროექტო დოკუმენტაციისა და დადგენილი ნორმების შესაბამისად;
- შენობის გარემონტებისთვის საჭირო სამშენებლო მასალების ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
- სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი;
- სამშენებლო/სარემონტო მასალების რაოდენობის კონტროლი, პერიოდული ინვენტარიზაცია;
- სამუშაო პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების/სირთულეების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება;
- პროექტის წინასწარ დადგენილ ბიუჯეტსა და ვადებში ჩაბარების კონტროლი;
- მცირე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების პროექტის ჩაბარება, სამშენებლო მასალების ჩამოწერა და შესრულებული სამუშაოს შესახებ, რეპორტის მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში, კომპანიისთვის საჭირო უძრავი ქონების მოძიების პროცესში ჩართულობა, მოკვლევა და შედეგების უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა;
- პოტენციური უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესებში მონაწილეობა;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური, არქიტექტურის ან სამშენებლო მიმართულებით;
- აუცილებელია სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მიმართულებით მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სასურველია AutoCAD, ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ხარჯთაღრიცხვისა და პროექტების ანალიზის პრინციპების ცოდნა;
- სავალდებულოა სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
კომპეტენციები და პიროვნული უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28თებერვალი, 2023 წ.
“ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.