ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი

„ევექსის კლინიკები“  აცხადებს შერჩევას ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერიპოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინფრასტრუქტურული პროექტების სრული პროცესის მართვა;
  • მშენებლობის/სარემონტო სამუშაოების ჩატარების გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შედგენა;
  • ხარჯთაღრიცხვისა და საჭირო რესურსების (ადამიანური, სამშენებლომასალების, ხელსაწყოების, დანადგარები) განსაზღვრა;
  • კონტრაქტორი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება და შესრულების მონიტორნიგი;
  • შენობის აშენებისთვის/გარემონტებისთვის საჭირო სამშენებლო მასალების ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
  • სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი;
  • სამუშაო პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების/სირთულეების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება;
  • სამშენებლო/სარემონტოსამუშაოების პროექტის ჩაბარება, სამშენებლო მასალების ჩამოწერა და შესრულებული სამუშაოს შესახებ, რეპორტის მომზადება;

 

სამუშაო გამოცდილება:

  • აუცილებელია სამშენებლო პროექტების მართვის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;

 

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური, არქიტექტურის ან სამშენებლო მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია AutoCAD, ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
  • სავალდებულოა სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;

 

საჭიროუნარ-ჩვევები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;           
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  31დეკემბერი 2022 წ.


“ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line