ევექსი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კომპენსაციებისა და HR ადმინისტრირების განყოფილებაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ვაჟა-ფშაველას 40
სამუშო გრაფიკი: ორშ-პარ, 10:00-16:00
სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე
ძირითადი მოვალეობები:
- HR სოფტში თანამშრომლების მონაცემთა ბაზების მოწესრიგება
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობა
- კომუნიკაბელურობა
- გადაწყვეტილების უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- ორგანიზებულობა, დისციპლინა
- დეტალებზე ფოკუსირება
- გუნდურად მუშობა
ჩვენთან გატარებული დრო ჩაგეთვლებათ დიდ კორპორაციაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებად. ამასთანავე, პრაქტიკის გავლის შემდეგ, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იყოს ს.ს. ევექსი კლინიკების ვაკანსიებზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2023 წ.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
“ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.