„ევექსის კლინიკები“ აცხადებს შერჩევას HR პროექტ მენეჯერის პოზიციაზე, კომპენსაციების და HR ადმინისტრირების განყოფილებაში
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომლებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კანონმდებლობისა და შიდა პროცედურების/პოლიტიკების ადმინისტრირება;
- თანამშრომლების მართვასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მათი მუდმივი მონიტორინგი;
- თანამშრომელთა კონსულტირება შრომით საკითხებზე, სიახლეების გაზიარება და მხარდაჭერა;
- კომპენსაციების და HR ადმინისტრირების მიამრთულებით პროექტებში ჩართულობა, იდეების და ინიციატივების გენერირება/განხორციელების უზრუნველყოფა;
- ახალი სერვისის, პროექტის საშტატო განრიგის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- მარეგულირებელ ორგანოებთან აქტიური კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
- დადგენილი პერიოდულობით რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
- აუცილებელია შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ტრენინგი/სერტიფიცირება HR მიმართულებით ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- აუცილებელია შრომის კოდექსის ცოდნა;
- აუცილებელია MS Office მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 17 თებერვალი, 2023 წ.
“ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.