კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას ჰოსპიტალური ადგილობრივი შესყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე
ძირითადი სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დეტალებს კომპენსაციისა და ბენეფიტების შესახებ თანამშრომელი გაეცნობა ინტერვიუზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მედიკამენტების და სამედიცინო სახარჯი მასალის ადგილობრივ ბაზარზე მოძიება, შესყიდვა და მომარაგების უზრუნველყოფა;
- მედიკამენტების და სამედიცინო სახარჯი მასალის შესახებ ტენდერის ორგანიზება;
- სამედიცინო სახარჯი მასალის საწყობებში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი;
- შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა -განსაკუთრებით MS Excel;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: diana.peikrishvili@gepha.com ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:21 დეკემბერი, 2018 წელი.
კომპანია “გეფა” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
Apply