გაყიდვების წარმომადგენელი

ევექსის კლინიკებიაცხადებს შერჩევას გაყიდვების წარმომადგენელის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკიკვირაში 5 დღე; დღეში - 5 სამუშაო საათი (გაყიდვების წარმომადგენელი თავად შეადგენს მისთვის სასურველ გრაფიკს)

განსაკუთრებული მინიშნება:

  • გაყიდვების წარმომადგენელის ძრითადი სამუშაო პროცესი წარიმართება კლინიკის მიმდებარედ  - კონკრეტულ უბანში

 ძირითადიმოვალეობები:

  • პოტენციურ მომხმარებლებთან (პაციენტებთან) ვიზიტის განხორციელება;
  • პროდუქტის/სერვისის  შესახებ პრეზენტაციის ჩატარება;
  • მომხმარებლის დაინტერესება ამბულატორიული ქსელის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
  • რეგისტრაციის პროცესის მართვა წინასწარ დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
  • დაინტერესებულ მომხამრებელთან/ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, შესაბამისი სერვისების/პროდუქტების გაცნობა.
  • მომხმარებელთა ინფორმირება ახალი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ;
  • კლინიკის მომხმარებელთა (პაციენტთა) რაოდენობის ზრდის უზრუნველყოფა;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან, შესრულებული სამუშაოს შესახებ;

 

      საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით 6 თვიანი გამოცდილება;
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

 

       იროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;   
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • პროაქტიულობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

 

 

განაცხადის მიღების ბოლოვადაა:24 მარტი, 2023.

ევექსის კლინიკებიმადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line